ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა რუსეთისთვის ისეთი ჩარხების, მიკროელექტრონიკისა და სხვა ტექნოლოგიების მიყიდვა, რომლებსაც ის უკრაინასთან ომში იყენებს. ამის შესახებ Associated Press-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
ისინი ამტკიცებენ, რომ 2023 წელს ჩინეთიდან იქნა რუსეთში შეტანილი მიკროელექტრონიკის დაახლოებით 90%, რომელიც რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების წარმოებისთვის გამოიყენება. გასული წლის ბოლო კვარტალში, რუსეთის მიერ შესყიდული 900 მილიონი დოლარის ღირებულების ჩარხების თითქმის 70%-ი ჩინეთიდან იქნა იმპორტირებული.
გარდა ამისა, ჩინეთი რუსეთს ამარაგებს ნიტროცელულოზით, რომელიც გამოიყენება საბრძოლო მასალებში, ოპტიკურ კომპონენტებში, რომლებიც ტანკებსა და ჯავშანტექნიკაშია ჩამონტაჟებული, ასევე თვითმფრინავებისა და რაკეტების ძრავებით. გარდა ამისა, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინური და რუსული კომპანიები რუსეთში დრონების ერთობლივ წარმოებაზე მუშაობენ.
აშშ-ის დაზვერვის თანახმად, პეკინი აწვდის სატელიტურ სურათებს მოსკოვს და ეხმარება მას კოსმოსური პოტენციალის გაძლიერებაში, რამაც მომავალში შეიძლება გაზარდოს რუსეთის საფრთხე ევროპისთვის.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველსავე დღეებში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გააფრთხილა იმის გამო, რომ პეკინი ირიბად მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ქმედებებს. 2024 წლის აპრილში აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი პეკინში ვიზიტის დროს ჩინურ ბანკებს სანქციებით დაემუქრა რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტით დახმარებისთვის.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა პეკინი გააფრთხილა, რომ ჩინეთის ბანკებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან დასავლური ტექნოლოგიების შესყიდვაში უკრაინაში წარმოებული ომისთვის, შესაძლოა სანქციები დაეკისროთ.
ჩინეთში ვიზიტის დასრულებისას, იელენმა მასპინძლებს უთხრა, რომ ფირმებს, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზას მასალებით ეხმარებიან, "მნიშვნელოვანი შედეგები შეეხებათ".
ჩინეთი მნიშვნელოვანი გზა გახდა სანქცირებული საქონლის რუსეთში მოსახვედრად, რამდენიმე ჩინური კომპანია უკვე შეყვანილია აშშ-ის სანქციათა ნუსხაში.
ასევე ნახეთ
იელენი: ჩინეთის ბანკებს, რომლებიც რუსეთს სამხედრო ინვენტარის შეძენაში ეხმარებიან, შესაძლოა სანქციები დაეკისროთრუსეთისთვის დიდი რაოდენობით ნიტროცელულოზის მიწოდების შესახებ ცნობებმა მარტის ბოლოს იჩინა თავის დასავლეთის გამოცემებში. The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ, გერმანია და ტაივანიც არიან ნიტროცელულოზის მწარმოებელ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ ნედლეულს რუსეთს ბოლო ორი წლის განმავლობაში აწვდიან.