Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იელენი: ჩინეთის ბანკებს, რომლებიც რუსეთს სამხედრო ინვენტარის შეძენაში ეხმარებიან, შესაძლოა სანქციები დაეკისროთ


ჯანეტ იელენი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი
ჯანეტ იელენი, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა პეკინი გააფრთხილა, რომ ჩინეთის ბანკებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან დასავლური ტექნოლოგიების შესყიდვაში უკრაინაში წარმოებული ომისთვის, შესაძლოა სანქციები დაეკისროთ.

ჩინეთში ვიზიტის დასრულებისას, იელენმა მასპინძლებს უთხრა, რომ ფირმებს, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზას მასალებით ეხმარებიან, "მნიშვნელოვანი შედეგები შეეხებათ".

ჩინეთი მნიშვნელოვანი გზა გახდა სანქცირებული საქონლის რუსეთში მოსახვედრად, რამდენიმე ჩინური კომპანია უკვე შეყვანილია აშშ-ის სანქციათა ნუსხაში.

XS
SM
MD
LG