ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და
დროულად შეაფასოს იგი.
"ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესიული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს", - წერია მათ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ამის მიღწევა მხოლოდ ევროკავშირის ღირებულებების, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მათ შორის, აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით არის შესაძლებელი.
ევროდეპუტატები, ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის მედიის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ ევროპული პრაქტიკა, ნაცვლად რუსულისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისა, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის კონტროლს, რეპრესიასა და საბოლოოდ, დაშლას.
"შემოთავაზებული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, ასევე ცნობილი, როგორც კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, არღვევს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯებიდან მინიმუმ ორს: ნაბიჯი მე-9, რომელიც მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში და ნაბიჯი 1-ლი, რომელიც მოითხოვს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების საწინააღმდეგო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
... ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს. ჩვენი დახმარება მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე და ხარისხიანი საჯარო სერვისების უზრუნველყოფაზე.
კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს „უცხო აგენტების“ და „სახელმწიფოს მტრების“ იარლიყს მიაკრავს, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირის დაფინანსებას.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, შეასრულოს შარშანდელი დაპირება და არ აღადგინოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი. ამის სანაცვლო, იმუშავოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, რომელმაც დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ რეფორმების მონიტორინგსა და მხარდაჭერაში, რამაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს", - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ ევროკავშირი „აგენტების კანონზე“: გამჭვირვალობა შეზღუდვის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს ასევე ნახეთ მილერი „აგენტების კანონზე“: ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი„ქართული ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა ჯერ კიდევ 2023 წელს ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
2023 წელს „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება. მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, უმრავლესობა იძულებული გახდა, პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია.
„ქართული ოცნება" კანონის მიღების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ „ე.წ. სამოქალაქო სექტორი" რჩება „ყველაზე გაუმჭვირვალედ", რაც „მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის".
ასევე ნახეთ სასწორზე ქართველი ხალხის მომავალი დევს - ევროპის 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტები ასევე ნახეთ შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადება: „რუსული კანონი“ საქართველოს ევროპული გზის ღალატია