პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია „მაზოხისტს“ უწოდებს ქალ დეპუტატს, რომლის სიტყვით გამოსვლის დროსაც მან გუშინ, 3 აპრილს, შეურაცხმყოფელი, სექსისტური განცხადება გააკეთა. ამის გამო საზოგადოებას გუშინ მან ბოდიში მოუხადა, დღეს კი „ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი“ უწოდა.
„რა სინდრომი ჰქვია ამას?! - გეუბნები, შენ არ მიგულისხმიხარ-მეთქი და მაინცდამაინც საკუთარ თავზე რომ იღებ. გიხარია? მაზოხიზმია, პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე“, - თქვა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის დღევანდელ, 4 აპრილის სხდომაზე.
ამ გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მმართველი პარტიის წევრის ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა. სამადაშვილმა მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ დეპუტატი ოდიშარია „კოკაინს“ მოიხმარს.
ოდიშარიას გაბრაზება სამადაშვილის ამ განცხადებამ გამოიწვია - დღეს სიტყვით გამოსვლის დროს სწორედ მას მიაყენა „ქართული ოცნების“ წევრმა შეურაცხყოფა.
„შენ თუ 'ფსიქო' [ფსიქო - ჯანმრთელობის ცნობა] მოგცეს, მე პასუხს ვაგებ. აქამდე შენ ვინც 'ფსიქო' მოგცა, იქნება სახელი და გვარი მითხრა და იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა...
ერთხელაც იქნება, მარტო მე კი არ ამომივა ყელში, ჩვენ და ჩვენს ოჯახის წევრებსაც ამოუვათ ყელში და მერე ნახავ, ვინ და რისი ღირსი არის და როგორ მიმართვის ღირსია...“ - თქვა დეპუტატმა ოდიშარიამ.
იმის მიუხედავად, რომ ბექა ოდიშარია ქალი დეპუტატის შეურაცხყოფას განაგრძობდა, პარლამენტის თავმჯდომარემ მას არათუ შენიშვნა არ მისცა, სასაუბროდ დროც კი დაუმატა.
ასევე ნახეთ სექსისტური უხამსობის სინდრომი პარლამენტში - არის თუ არა საკმარისი დეპუტატ ოდიშარიას ბოდიშიგუშინ, 3 აპრილს, მაშინ, როცა პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“, - ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მაშინ წარმოთქვა, როცა პარლამენტში სიტყვით დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.
ბექა ოდიშარიას ნათქვამი დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც გაიგონა და მომხდარს საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოეხმაურა: „დარბაზში ხმაურია, საკმაოდ მძიმე გადაძახილები იყო, საკმაოდ არაკაცური“.
ქალი დეპუტატები ბევრჯერ გამხდარან უმრავლესობის წევრი კაცებისგან უხამსი და სექსისტური გამონათქვამების სამიზნე.
ასევე ნახეთ მოუწევთ ბერაიას და ღუდუშაურს თავის მართლება სექსუალური შევიწროების საქმეზე? ასევე ნახეთ სექსიზმი და მიზოგინია - პოლიტიკოსების იარაღი ქალი „მტრების“ დასამარცხებლად