საქართველოს ყოფილ პრემიერს ახალი ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება თანამდებობის დატოვებიდან ორ თვეში ჰქონდა - მას კანონით მიცემული ვადა არ დაურღვევია. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.
განახლებული დეკლარაციის მიხედვით:
- 2023 წელსაც, წინა წლების მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა ფული აჩუქეს. ამ შემთხვევაში 150 000 ლარი;
- ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო, 14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს. შარშან მისი ხელფასი თვეში საშუალოდ 3750 ლარი გამოდიოდა;
- 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან მოახერხა, დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა.
დოკუმენტში ცალკე არის გამოყოფილი ირაკლი ღარიბაშვილის შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის, აშშ-ში სასწავლებლად გაშვების დროს დაქირავებული სახელმწიფო თვითმფრინავის ხარჯი 2023 წლის აგვისტოში.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი სასწავლო წლის დაწყებისას, შვილთან ერთად, აშშ-ში ჩარტერული რეისით იმყოფებოდათბილისიდან მიუნხენში ნიკოლოზ ღარიბაშვილის კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში პრემიერის მშობლებმა 109 500 ლარი გადაიხადეს. დამატებით, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაუჯდა.
2023 წელს ტარიელ ღარიბაშვილმა ახალი კომპანია - შპს „ღარიბაშვილის მარანი“ - დააფუძნა.
განახლებული დეკლარაციის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ოჯახური წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა, შვილების სწავლაში 42 900 ლარი გადაიხადეს, სახელმწიფო ტყის სარგებლობისთვის კი - 6255 ლარი.
- ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მისმა ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა, ბაკურიანში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5958 კვადრატული მეტრი ტყე 49 წლით სარგებლობის უფლებით მიიღო.
არც უახლეს, 2024 წლის 23 მარტს შევსებულ დეკლარაციაში, არ მოხვდა ყოფილი პრემიერის ძვირადღირებული საათები, რომელთა შესახებაც რადიო თავისუფლებამ მასალა მოამზადა.
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მაჯის საათებიირაკლი ღარიბაშვილისა და კიდევ ასობით საჯარო მოხელის დეკლარაციებს ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის. სპეციალურმა კომისიამ 300 საჯარო მოხელე (მინისტრები, პარლამენტის წევრები, მოსამართლეები, მერები) „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო შეარჩია.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი, პაპუაშვილი, თურნავა, ტურავა - შეისწავლიან კიდევ ასობით საჯარო მოხელის დეკლარაციებს