რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, შვეიცარიის კინოპრემია საუკეთესო მხატვრული ფილმის, სცენარისა და მონტაჟისთვის მიიღო.
ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი“ არაერთი პრიზის მფლობელია. მათ შორის, სხვადასხვა კინოფესტივალის გამარჯვებულია მასში მთავარი როლის შემსრულებელი, ეკა ჩავლეიშვილი.
გასული წლის შემოდგომაზე ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მიიღო ჯილდოები.
ასევე ნახეთ „შაშვი შაშვი მაყვალი“ კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალების პრიზიორი გახდამანამდე, 2023 წლის აგვისტოში, ელენე ნავერიანის ფილმმა სარაევოს კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის. საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კი გადაეცა ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, ეკა ჩავლეიშვილს.
ასევე ნახეთ სარაევოს კინოფესტივალზე ელენე ნავერიანის ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის2023 წლის დეკემბერში ფილმი თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ასევე ნახეთ ცნობილი გახდნენ თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულებითამთა მელაშვილის რომანის ეკრანიზაცია, პირველად 2023 წლის მაისში აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში „15 კინემატოგრაფისტი“. ფილმი, რომელიც ქალების თავისუფლებისთვის ბრძოლას ეძღვნება, შვეიცარიული კინოფონდის მხარდაჭერითაა გადაღებული.