სერბეთის თქმით, მისთვის რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობა „სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესს“ წარმოადგენს

რუსეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი (მარცხნივ) და ივიცა დაჩიჩი. მოსკოვი, 21 მარტი, 2024.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა 21 მარტს თქვა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობები ბელგრადისთვის „სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესს“ განეკუთვნება.

დაჩიჩმა ეს განცხადება გააკეთა სერბეთის მედიასთან საუბრისას მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. დაჩიჩმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა რუსეთს მისი „მტკიცე“ პოზიციისა და სერბეთის დახმარებისთვის კოსოვოს საკითხში. „ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რომ [გაეროს] უშიშროების საბჭოში ერთი მყარი ხმა გვაქვს“, - თქვა დაჩიჩმა.

ასევე ნახეთ როგორ გადაურჩნენ კოსოვო და სერბეთი ახალ შეიარაღებულ დაპირისპირებას - დეტალები

სერბეთი, რუსეთი და ჩინეთი არ აღიარებენ კოსოვოს, რომელმაც 2008 წელს გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა და დასავლეთის უმეტესი სახელმწიფოს მიერ იქნა აღიარებული.