მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ კანონმდებლებს მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმი მოაწყონ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად.
18 მარტს კიშინიოვში პრესკონფერენციაზე გამოსვლისას სანდუმ, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკოსად მიიჩნევა, განაცხადა, რომ ამ ორი მოვლენის გაერთიანება უზრუნველყოფს „ რაც შეიძლება მაღალ აქტიურობას,“ რაც პლებისციტს მიანიჭებს დიდ ლეგიტიმურობას.
მოლდოვას, რომელიც დიდი ხანია რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებას ცდილობს, ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება შესთავაზეს 2022 წელს. ევროკომისიამ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ მოლდოვამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებისთვის საჭირო თითქმის ყველა პირობა შეასრულა.
პრორუსულმა ძალებმა მოლდოვის პარლამენტში გამოაცხადეს, რომ რეფერენდუმს ბოიკოტს გამოუცხადებენ.
მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, საქართველოსთან ერთად, 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. უკრაინამ იგივე გააკეთა ომის დაწყებიდან 4 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი განაცხადის შეტანიდან 3 თვეში მიიღეს. საქართველოს შემთხვევაში ამას წელიწადი და ცხრა თვე დასჭირდა.
ასევე ნახეთ მაია სანდუ: მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი უკრაინაში გაიმარჯვებს და დანარჩენ ევროპას დაემუქრება ასევე ნახეთ ევროკომისია თვლის, რომ მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თითქმის ყველა დარჩენილი პირობა შეასრულა