საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყნის ათეულობით მოქალაქის მექსიკაში გატაცებაზე. ეს არის მინისტრის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ნარკოკარტელის მიერ საქართველოს მოქალაქეების დატყვევების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
"თქვენ გარდა, ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებლები შეცდომაში... არავინ არ არის გატაცებული!.. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკიდან აშშ-ში არალეგალურად გადასვლის მსურველი საქართველოს 30-მდე მოქალაქე ნარკოკარტელმა გაიტაცა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარი მოითხოვა. 16 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედიასაშუალებებს აცნობა, რომ საქართველოს საელჩო მექსიკაში „არკვევდა საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფელს".
ასევე ნახეთ საელჩო არკვევს მექსიკაში, სავარაუდოდ, ნარკოკარტელის მიერ გატაცებული 30-მდე ქართველის ადგილსამყოფელსამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელს საქართველოს არაერთი მოქალაქე გადადის საცხოვრებლად - ხშირად არალეგალურად, მექსიკის გავლით, რთული და გრძელი გზით.
ასევე ნახეთ
სახლის დატოვება იმედისა და ბედნიერების ძიებაში: ლტოლვილთა და მიგრანტების გამოცდილებაიკეტება თუ არა აშშ მიგრანტებისთვის - რა ვიცით ამ ეტაპზე?“ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში