„20 დღე მარიუპოლში“ რუსეთის ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქზეა.
10 მარტს ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების 96-ე ცერემონიაზე გამოსვლისას მსტისლავ ჩერნოვმა თქვა, რომ მისი სურვილი იქნებოდა, ეს ფილმი არასდროს გადაეღო და „ოსკარი“ გაეცვალა იმაში, რომ რუსეთი არასდროს შეჭრილიყო უკრაინაში. „მაგრამ, ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“ - მიმართა აუდიტორიას ჩერნოვმა.
ასევე ნახეთ „ოსკარით“ ფილმის, „20 დღე მარიუპოლში“ დაჯილდოება ცერემონიის მოკლე ვერსიაში ვერ მოხვდამსტისლავ ჩერნოვი, როგორც სააგენტო Associated Press-ის ჟურნალისტი, ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასა და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოსთან ერთად ქალაქ მარიუპოლში 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. მსოფლიომ დიდწილად მათი წყალობით შეიტყო, რა ხდებოდა მარიუპოლში 2022 წლის გაზაფხულზე, როცა რუსეთის ჯარებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს და დღითიდღე ანადგურებდნენ.
უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ასევე ნახეთ ცარიელი კორპუსები, დანგრეული შენობები, სიცივე - ცხოვრება ოკუპირებულ მარიუპოლში ასევე ნახეთ „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესოდ „ოპენჰაიმერი“ აღიარეს
„20 დღე მარიუპოლში“ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს დიდ ბრიტანეთშიც. 2024 წლის თებერვალში ფილმმა ბრიტანული კინოპრემია BAFTA მიიღო.