ირანი უარყოფს გაეროს კრიტიკულ ანგარიშს მაჰსა ამინის სიკვდილზე, რეპრესიებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ

ხალხი პატივს მიაგებს მაჰსა ამინის ხსოვნას

ირანმა დაგმო გაეროს ანგარიში, რომელიც ეხება 2022 წლის სექტემბერში 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს პოლიციის განყოფილებაში და საპროტესტო აქციებს, რომლებიც ამ შემთხვევას მოჰყვა - თეირანმა ანგარიში მიიჩნია დასავლეთის ქვეყნების "ირანოფობიის" გამოვლინებად.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 9 მარტს გავრცელებული განცხადება მოჰყვა გაეროს მისიის ანგარიშს, რომლის თანახმადაც ირანის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა მაჰსა ამინის სიკვდილის გამომწვევ ფიზიკურ ძალადობასა და სასტიკ რეპრესიებზე ქუჩებში მიმდინარე აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

ამინი თეირანში დააკავა ე.წ. მორალის პოლიციამ და დაადანაშაულა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევაში. დაკავებიდან რამდენიმე საათში ამინი საავადმყოფოში მოხვდა, ის კომაში იყო და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

სამინისტროს პრესმდივნის, ნასერ კანანის თქმით, გაეროს ანგარიში შეიცავს "უსაფუძვლო განცხადებებს" და "ყალბ და მიკერძოებულ ინფორმაციას, კანონიერი საფუძვლების გარეშე".

ასევე ნახეთ არჩევნები ირანში - საერთო პოზიცია ასეთია: რა აზრი აქვს?