ტირასპოლელმა დეპუტატებმა რუსეთს „დნესტრისპირეთის დაცვა“ სთხოვეს

„ადგილზე ყველა დონის არჩეულების კრებამ“ ტირასპოლში რუსეთს მიმართა მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის დასაცავად. 28 თებერვალი, 2024 წელი

„ადგილზე ყველა დონის არჩეულების კრებამ“ მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში 28 თებერვალს მოსკოვს მიმართა მოწოდებით, „მიიღოს ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად“, - იტყობინება რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური.

რეზოლუციაში, რომელიც რეგიონის ლიდერის, ვადიმ კრასნოსელსკის მიერ მოწვეულ შეხვედრაზე მიიღეს ტირასპოლში, კრების მონაწილეებმა მოლდოვის ხელისუფლება ზეწოლისთვის გააკრიტიკეს.

დოკუმენტში არ არის მოწოდება რუსეთისადმი ამ რეგიონის ანექსიისკენ.

ტირასპოლის შეხვედრა გაიმართა რუსეთის პარლამენტში პრეზიდენტ პუტინის გამოსვლის წინა დღით.

დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.

ასევე ნახეთ მოლდოვა აცხადებს, რომ რუსეთის ჩამოვარდნილი დრონი შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს