რუსი სამხედროს და ბლოგერის, ალექსანდრ მოროზოვის, მეტსახელად „მურზის“ თვითმკვლელობის შესახებ იუწყებიან მისი მეგობრები და რუსეთის არმიის მხარდამჭერი ტელეგრამ-არხები.
მოროზოვმა, რომელიც უფროსი სერჟანტის წოდებით უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, შემდეგ კი ბლოგერობაც დაიწყო და ტელეგრამ-არხზე 100 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა, 18 თებერვალს დაწერა, რომ რუსეთს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღება დაუჯდა 16 ათასი სამხედროს სიცოცხლედ და 300 ერთეული ჯავშანტექნიკის განადგურებად.
მოროზოვის ამ პოსტმა, რომელიც 20 თებერვალს წაიშალა, რუსი პროპაგანდისტების აღშფოთება გამოიწვია.
ასევე ნახეთ უკრაინის არმიამ 17 თებერვლის ღამით ავდეევკა დატოვაცნობები „მურზის“ თვითმკვლელობის შესახებ დღეს, 21 თებერვალს გავრცელდა. ცოტა ხნით ადრე მოროზოვის ტელეგრამზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ „საკუთარ თავს თავად დახვრეტს“ მას შემდეგ, რაც ავდეევკაში დიდი მსხვერპლის შესახებ პოსტის წაშლა აიძულეს „პოლიტიკურმა მეძავებმა“ ტელეწამყვან ვლადიმირ სოლოვიოვის ხელმძღვანელობით და მოკვლით დაემუქრნენ.
მოროზოვი რუსეთის მთავარ სამხედრო პროკურორსაც მიმართავდა რუსეთის არმიაში იარაღის ნაკლებობის, დიდი მსხვერპლის, როტაციის და სამედიცინო დახმარების არარსებობის და სამხედრო ხელმძღვანელების გულგრილობის გამო.
ასევე ნახეთ საჯარო წყაროებით დადასტურებულია უკრაინაში მოკლული 45 123 რუსი სამხედროს ვინაობაცნობები ალექსანდრ მოროზოვის თვითმკვლელობის შესახებ, ჯერჯერობით არ არის გადამოწმებული დამოუკიდებელი წყაროებით.