Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო წყაროებით დადასტურებულია უკრაინაში მოკლული 45 123 რუსი სამხედროს ვინაობა


საიულუსტარციო ფოტო. განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა ქალაქ ავდეევკაში
საიულუსტარციო ფოტო. განადგურებული რუსული ჯავშანტექნიკა ქალაქ ავდეევკაში

უკრაინასთან ომში რუსეთის არმიის დანაკარგები, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 57%-ით გაიზარდა. ეს დასკვნა საჯარო წყაროებით გავრცელებული ცნობების ანალიზის საფუძველზე გამოიტანეს ბრიტანულმა BBC-მ და რუსულმა გამოცემა „მედიაზონამ“.

ისინი საჯარო წყაროების საფუძველზე, მოხალისეთა გუნდის დახმარებით ადგენენ უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცების და ოფიცრების ვინაობას. ამ დროისთვის დადასტურებულია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან დაღუპული 45 123 რუსი სამხედროს ვინაობა. მედიასაშუალებები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის რეალური დანაკარგები, სავარაუდოდ, სულ მცირე ორჯერ მეტია.

საჯარო წყაროების საფუძველზე დადგენილია, რომ უკრაინაში რუსეთის სულ მცირე 6 614 მებრძოლია მოკლული 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ანუ იმ პერიოდში, როცა რუსეთის ძალები უტევდნენ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას და მის მეზობელ რაიონებს.

BBC-მ და „მედიაზონამ“ საჯარო ნეკროლოგების საფუძველზე დაადგინეს, რომ ავდეევკაზე შტურმისას ძირითადად, დაიღუპნენ არა რუსეთის რეგულარული არმიის სამხედროები, არამედ საომრად კოლონიებიდან გაგზავნილი პატიმრები, მოხალისეები და მობილიზებული სამოქალაქო პირები.

რუსეთი და უკრაინა თავის სამხედრო დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.

უკრაინის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 21 თებერვლამდე მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის დანაკარგი შეადგენს 406 080-ს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხოლოდ 2023 წლის კონტრშეტევებისას დაიღუპა და დაიჭრა 166 000 უკრაინელი სამხედრო.

XS
SM
MD
LG