პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვარი გადაკეტეს იაფი იმპორტის მიმართ პროტესტის ნიშნად

hოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვარი გადაკეტეს იაფი იმპორტის მიმართ პროტესტის ნიშნად. გამშვები პუნქტი ოკოპი. 20 თებერვალი, 2024 წელი

პოლონელმა ფერებმა მეზობელ უკრაინასთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი გადაკეტეს. ისინი აღშფოთებას გამოხატავენ ამ ფორმით უკრაინიდან იაფი კონკურენციის მიმართ.

კიევი აცხადებს, რომ ამგვარმა პროტესტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ფრონტზე უკრაინის არმიის მცდელობებს. Reuters-ის ინფორმაციით, პოლონელმა ფერმერებმა საპროტესტო მოძრაობა გაშალეს მთელ პოლონეთში, რასაც უკრაინასთან საზღვრის ბლოკადის გარდა მოჰყვა ქვეყანაში სატრანსპორტო მიმოსვლის ძლიერი შეფერხება.

ფერმერების თანახმად, ეს არის მათი მცდელობა, არსებობის საშუალება გადაარჩინონ.

Telegram-ით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორც ხსნიან საპროტესტო აქციის მონაწილეები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ მედიკაზე სარკინიგზო ვაგონს, რის გამოც ხორბალი იყრება რელსებზე. უკრაინამ ამ აქციას „პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა.

ფერმერებმა მთელ ევროპაში გამართეს საპროტესტო აქციები სხვათა შორის, უცხოეთიდან იაფი პროდუქციის იმპორტის გამო, რასაც მოჰყვა 2022 წელს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, საბაჟო გადასახადი მოუხსნას უკრაინიდან შესულ პროდუქტს.

Reuters-ს მოჰყავს ფერმერთა პროფკავშირების გაერთიანება „სოლიდარნოშჩის“ წარმომადგენლის, ადრიან ვავჟინიაკის ნათქვამი, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ტვირთებს გაატარებენ, მაგრამ სატრანსპორტო და სამგზავრო მოძრაობა დაიბლოკება. საპროტესტო აქციის მონაწილე ფერმერებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ უკრაინიდან ხორბლის ნაკადი გააკოტრებს პოლონელ ფერმერებს“.

Reuters-ი თანახმად, კიევი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ბაზრებს აღმოსავლეთი ევროპიდან შესული პროდუქტი არ აზარალებს. პოლონეთის მხრიდან პროტესტის საპასუხოდ უკრაინელმა გადამზიდველებმა დაიწყეს საპასუხო დემონსტრაცია სამ გამშვებ პუნქტზე, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება. მედიით გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს უკრაინის სატვირთო მანქანები წარწერებით: „უკრაინა თუ წააგებს, პოლონეთიც წააგებს“.

პოლონეთის ახალმა პროევროპულმა მთავრობამ ფერმერების მოთხოვნას თანაგრძნობა გამოუცხადა, მაგრამ იქვე მოუწოდა მათ, არ მიმართოს ქმედებას, რომელმაც შეიძლება კიევის საომარ მოქმედებას ხელი შეუშალოს.

უკრაინა თვლის, რომ საზღვარზე ბლოკადა უარყოფითად მოქმედებს თავის თავდაცვისუნარიანობაზე და ხელს უწყობს რუსეთის მიზნების მიღწევას. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსიკი თვლის, რომ საზღვარზე შექმნილი ვითარება „სოლიდარობის ყოველდღიურ ეროზიას“ აჩვენებს.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჩესლავ სეკიერსკიმ ადრე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინულ მხარესთან და იმპორტის შემცირების შესახებ შეთანხმება მარტის ბოლოსთვის იქნება მიღწეული.

ასევე ნახეთ პოლონეთში დაიწყო საზღვართან უკრაინის მარცვლეულის გადაყრის ინციდენტის გამოძიება
ასევე ნახეთ ფერმერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ ქუჩები ჩახერგეს