Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფერმერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ ქუჩები ჩახერგეს


ტრაქტორები ევროპული საბჭოს შენობასთან ევროკავშირის სამიტის წინ. ბრიუსელი, 1 თებერვალი, 2024
ტრაქტორები ევროპული საბჭოს შენობასთან ევროკავშირის სამიტის წინ. ბრიუსელი, 1 თებერვალი, 2024

ევროკავშირის საგანგებო სამიტთან დაკავშირებით, ბელგიის დედაქალაქის ქუჩები ჩახერგა ასობით ტრაქტორმა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ, იტყობინება პოლიცია.

ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში, ფერმერთა კავშირებმა ბოლო ხანებში მძაფრი პროტესტი გამოთქვეს მთავრობების აგრარული პოლიტიკის მიმართ.

31 იანვარს ევროკომისიამ განაცხადა, რომ სურს ფერმერები დაიცვას უკრაინიდან იაფი იმპორტისგან და მათ ნება დართოს, მოიხმარონ მიწები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება ბუნების დაცვის მოსაზრებიდან გამომდინარე.

ამგვარი გეგმები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროკავშირის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.

ევროკავშირის სამიტზე განიხილეს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის საკითხი. ამ დახმარების წინააღმდეგი იყო უნგრეთის მთავრობა, რომელსაც სურდა, რომ გადაწყვეტილება ერთი წლით მიეღოთ და ყოველ მომდევნო წელს იგი კვლავ დაემტკიცებინათ.

XS
SM
MD
LG