უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.
ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ - ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო.
ოთხთვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ, უკრაინის არმიის სარდლობამ 17 თებერვალს გამოაცხადა, რომ მიღებულია ავდეევკიდან გასვლის გადაწყვეტილება.
ISW-ის ექსპერტების და უკრაინის და დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებით, დასავლეთისგან სამხედრო დახმარების, კერძოდ, საარტილერიო საბრძოლო მასალების და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების შეფერხების გამო უკრაინელმა სამხედროებმა ვეღარ შეძლეს ავდეევკის დაცვის გაგრძელება.
ასევე ნახეთ აშშ-ის მთავრობა უკრაინის ქალაქ ავდეევკის დაცემაში კონგრესს აკისრებს თანაპასუხისმგებლობასდღეს, 19 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სრული კონტროლი დაამყარეს ავდეევკის კოქსის ქიმიურ ქარხანაზეც და საწარმოს შენობებზე რუსეთის დროშები აღმართეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ავდეევკიდან უკან დახევას განაგრძობენ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ძალები ავდეევკის მახლობლად ახალ თავდაცვით პოზიციებს დაიკავებენ, რასაც სავარაუდოდ, მოჰყვება ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის შეტევის კულმინაცია.
ასევე ნახეთ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების სირთულეები - რა არის შესაძლებელი?- აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესში რესპუბლიკელების დიდი ნაწილის წინააღმდგეობის გამო, ამ დრომდე ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას და ამ მიზნით 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას.
- ჯერჯერობით სირთულეებს აწყდება ევროკავშირის დაპირება 2024 წლის მარტისთვის უკრაინისთვის 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემის შესახებ.