სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობა დაასრულეს. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს, რომ ქუთაისი-ბარსელონის რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
"ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების შესაბამისად [საგამოძიებო უწყებებმა] ოპერატიულად განახორციელეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება", - წერია აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ განცხადებაში.
ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე ცრუ შეტყობინების მიღების გამო სუსმა გამოძიება დაიწყო.
ქუთაისი-ბარსელონის რეისი დღეს, 19:00 საათზე შესრულდება - დაგეგმილმა დრო 6 საათით გადაიწია. 148 მგზავრმა, რომელიც Wizz Air-ის ბორტმა ესპანეთში უნდა ჩაიყვანოს სპეციალური შემოწმება უკვე გაიარეს.
ასევე ნახეთ „მაისურით ვარ, ჩანთა და აპარატურა ბორტზე დამატოვებინეს“ - რას ჰყვებიან მობრუნებული თვითმფრინავის მგზავრებიდღეს, 14 თებერვალს 12:45 საათზე ქუთაისის აეროპორტიდან აფრენილი Wizz Air-ის ბორტი, პილოტის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 10 წუთში უკან დაბრუნდა. ამ დროს თვითმფრინავში 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.
ასევე ნახეთ ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი აეროპორტში დააბრუნესმოგვიანებით ქუთაისის აეროპორტის განცხადებით გაირკვა, რომ "მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ".
ასევე ნახეთ ცნობილია მიზეზი, რის გამოც Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისში დააბრუნეს