ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. აეროპორტიდან Wizz Air-ის ბორტი 12:45 საათზე აფრინდა. ამ დროს თვითმფრინავში 148 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო.
ასევე ნახეთ „მაისურით ვარ, ჩანთა და აპარატურა ბორტზე დამატოვებინეს“ - რას ჰყვებიან მობრუნებული თვითმფრინავის მგზავრებიflightradar24-ის მონაცემების მიხედვით, ბორტი შავი ზღვის თავზე იყო, როცა მიმართულების შეცვლა მოუწია.
ამ რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორც ის ადგილიდან იუწყება, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება.
"პილოტმა გამოაცხადა, რომ ტექნიკური შემოწმების მიზეზით უკან ვბრუნდებოდით. პანიკა არ ყოფილა, თუმცა დაჯდომის შემდეგ გვაჩქარებდნენ, თვითმფრინავი სწრაფად დაგვეტოვებინა", - იხსენებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.
მგზავრებმა არ იცოდნენ, რა მიზეზით დააბრუნეს თვითმფრინავი აეროპორტში.
მალევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება და განმარტა, რის გამოც ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა.
"მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ ცნობილია მიზეზი, რის გამოც Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისში დააბრუნესროდის გაფრინდებიან მგზავრები, ამ ეტაპზე უცნობია. რადიო თავისუფლება ცდილობს ავიაკომპანიისგან პასუხის მიღებას.
ასევე ნახეთ Wizz Air-ის ბორტზე ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა - აეროპორტში სუსმა და შსს-მ მუშაობა დაასრულეს ასევე ნახეთ Wizz Air-ის ბორტის უკან დაბრუნების გამო სხვა რეისები დაგვიანებით შესრულდება