ისრაელმა იერიში მიიტანა ქალაქ რაფაჰზე, არის მსხვერპლი

ღაზას სექტორის სამხრეთით, ქალაქი რაფაჰი ისრაელის დაბომბვის დროს 12 თებერვალი 2024 წელი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში ორი მძევალი გაათავისუფლეს, ისინი კლინიკაში არიან მოთავსებული და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

მანამდე, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ რაფაჰზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ვრცელდება ცნობები 60-ზე მეტი დაღუპულის შესახებ.

ოპერაციის დეტალებს ისრაელის ოფიციალური პირები არ ასაჯაროებენ. თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ოპერაციას "შთამბეჭდავი" უწოდა.

ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში ოპერაციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს დაჯგუფება ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა, რომლებმაც ასევე მძევლად აიყვანეს დაახლოებით 240 ადამიანი.

ისრაელს რაფაჰზე იერიშის შემთხვევაში კატასტროფულ შედეგებზე აფრთხილებდნენ.

ეგვიპტე რაფაჰზე თავდასხმის შემთხვევაში ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულების გაუქმებით დაემუქრა.

ასევე ნახეთ ღაზის საკითხზე შუამავლები და სხვები ისრაელს აფრთხილებენ, რომ რაფაჰში სახმელეთო შეჭრას კატასტროფა მოჰყვება

თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს 11 თებერვალს, უთხრა, რომ ისრაელმა არ უნდა განახორციელოს სამხედრო ოპერაცია ღაზის საზღვართან მდებარე, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ რაფაჰში, სამოქალაქო პირების დაცვის "სანდო" გეგმის გარეშე.

ასევე ნახეთ ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სამოქალაქო პირების დაცვის გეგმის გარეშე ისრაელმა არ უნდა განახორციელოს სამხედრო ოპერაცია რაფაჰში