10 თებერვალს ისრაელმა ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის ქალაქ რაფაჰზე, რომელსაც თავს აფარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის სამხედროებს უბრძანა, "მოემზადონ ოპერაციისთვის" ამ სამხრეთით მდებარე, სასაზღვრო ქალაქში, რომელიც პალესტინელებისთვის უკანასკნელ თავშესაფრადაა ქცეული.
გავრცელებული შეფასებით, რაფაჰს თავს აფარებს 1,3 მილიონი ადამიანი. ნეთანიაჰუს მხრიდან ჩაფიქრებულ შეტევას მწვავე კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზიების და ვაშინგტონის მხრიდან. პალესტინელები ამბობენ, რომ გასაქცევი აღარსად რჩებათ.
თვითმხილველები 10 თებერვლის დილით იუწყებოდნენ ახალ დარტყმებზე რაფაჰზე, ისრაელის არმიამ გააძლიერა საჰაერო რეიდები. პალესტინელებში მატულობს შიში, რომ განხორციელდება სახმელეთო ოპერაციაც.
ასევე ნახეთ ისრაელის პრემიერმა არმიას უბრძანა ქალაქ რაფაჰზე იერიშისთვის მზადება