თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელსაც 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. კაკაბაძე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა. ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.
სასამართლომ ირაკლი კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იუწყება, კაკაბაძის მიმართ შეწყდა 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება.
ირაკლი კაკაბაძე ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.
ასევე ნახეთ გამოსახლება ყველაზე ცივ დილას - როგორია საქართველოში გამოსახლების პოლიტიკა ასევე ნახეთ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა გირაოთი გაათავისუფლესაღსრულების პროცესი გადაიდო 25 იანვარს თბილისში, დადიანის ქუჩაზე და 26 იანვარს ზანდუკელის ქუჩაზე.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი ზამთარში ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების შეზღუდვას მოითხოვს