ჩრდილოეთ კორეაში გააუქმეს ყველა კანონი სეულთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

კიმგანსანის მთები. 31 აგვისტო, 2011.

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესმა სახალხო კრებამ მხარი დაუჭირა სამხრეთ კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაუქმებას. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ჩრდილოეთ კორეის პარლამენტმა ასევე მოიწონა იმ კანონების გაუქმება, რომლებიც არეგულირებს სეულთან ეკონომიკურ ურთიერთობებს. ერთ-ერთი მათგანია კანონი ტურისტული პროექტის შესახებ კიმგანსანის მთებში.

ასევე ნახეთ Guardian: ბრიტანეთის ფოტომასალა სავარაუდოდ, ადასტურებს რუსეთისთვის ჩრდილოკორეული იარაღის მიწოდებას

ექსკურსიები წარმტაც მთიან რაიონში, რომელიც სამხრეთ კორეასა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილის მახლობლად მდებარეობს, სიმბოლო იყო ეკონომიკური თანამშრომლობისა, რომელიც 2000-იანი წლების დამდეგს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ის ორ მილიონამდე სამხრეთკორეელმა ტურისტმა მოინახულა.

პროექტი შეჩერდა 2008 წელს, როცა სამხრეთკორეელ ტურისტ ქალს, რომელიც აკრძალულ ზონაში მოხვდა, ჩრდილოკორეულმა დაცვამ ესროლა და მოკლა.