ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, მეწყრის შედეგად დაღუპული მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია მედიას მიაწოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
"დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი, ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით. დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო", - თქვა მუნიციპალიტეტში მყოფმა მღებრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 200-ზე მეტი მაშველი კინოლოგიური ჯგუფისა და ტექნიკის დახმარებით ეძებს 5 დაკარგულს.
გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი.
6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.
ასევე ნახეთ სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა მეწყრის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში ასევე ნახეთ პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო