შსს-ს მიერ დღეს, 7 თებერვალს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 1 გადარჩენილი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად კიდევ 6 ადამიანს ეძებენ. მეწყრის გამომწვევ მიზეზად უხვი ნალექი სახელდება.
შსს-ს თანახმად, სტიქიის ზონაში მუშაობენ 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები და კინოლოგთა ჯგუფი. პროცესს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.
6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.