საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ბოლო საპრეზიდენტო მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით შექმნილ გამოწვევებზე. მან სწორედ ამ დროს ახსენა ე.წ. აგენტების კანონი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და მის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი.
"2023 წელს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიცირებაში. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა.
დამარცხდა თუ არა ეს კანონი, მას მოჰყვა კანონი "ეროვნული ბანკის შესახებ", ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და ბოლოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა. ამ უკანასკნელმა გამოაჩინა არა მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ხდებოდა მაშინ, როცა "ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის მიზანი დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს".
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი კორუფციაზე: ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყოქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, პარლამენტში სიტყვით გამოვლენ ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, შემდეგ - ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს გამოდის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.