რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ ღამით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ ზოლოჩევში დანგრეულია სასტუმროს 3-სართულიანი შენობა.
წინასწარი მონაცემებით, ნანგრევებში იმყოფება სულ მცირე ერთი ადამიანი. კიდევ სამი მაშველებმა გადაარჩინეს. ახლომდებარე შენობებში ხანძარი გაჩნდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ჯერჯერობით არაფერს იუწყება იმის შესახებ, თუ რა ტიპის იარაღით განხორციელდა შეტევა.
რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ ხარკოვის ცენტრში 3-სართულიანი სასტუმროს შენობა განადგურდა 10 იანვარსაც.
ასევე ნახეთ ხარკოვზე სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა შორის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან