"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა, რომელიც აქტივისტ ნატა ფერაძის უფლებებს იცავს, სააპელაციო სასამართლოს მიმართა. იგი ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო შჩერბაკოვის გადაწყვეტილებას ნატა ფერაძისთვის 5-დღიანი პატიმრობის შეფარდებაზე.
მოსამართლემ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმა. ეს ის ხატია, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდზე საბჭოთა დიქტატორი სტალინია გამოსახული.
"მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა. დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მოსამართლე შჩერბაკოვმა პატიმრობა აქტივისტ ნატა ფერაძეს დღეს, 2 თებერვალს, შეუფარდა. მან დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა, რომელსაც საქმის წარმოება დაწყებული ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა).
ფერაძე სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, მას დასაპატიმრებლად პოლიციამ სახლში მიაკითხა.
ასევე ნახეთ ნატა ფერაძეს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდაინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, ფეისბუკში იანვრის პირველ რიცხვებში გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
როგორ მოხვდა მატრონა მოსკოველის ხატი სამების საკათედრო ტაძარში
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო სამების საკათედრო ტაძარში და მისთვის ყურადღება იმ დრომდე არავის მიუქცევია.
პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფეისბუკვიდეოში დაადასტურა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობდა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი პარტიის წევრი დავით თარხან-მოურავი.
ასევე ნახეთ ინაშვილის თქმით, მატრონას ხატზე გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხელისუფლების "რჩევით" მიიღო9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს, 10 იანვარს დილით კი თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. "ხატის შეურაცხყოფის" გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც "ალტ-ინფოს" მოწოდებით შეიკრიბა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ნატა ფერაძეს, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.
17 იანვარს რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძრიდან შესწორების გასაკეთებლად გაიტანეს.
ასევე ნახეთ "ალტ-ინფო" ნატა ფერაძეს ემუქრება, აქტივისტი საქართველოდან გაქცევას არ გეგმავს ასევე ნახეთ სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო