სამუშაოები გაზაფხულის ნაცვლად ზაფხულში დასრულდება. განახლებული ვადა ჟურნალისტებთან საუბარში წერეთლის გამზირზე დაასახელა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც იქ სატრანსპორტო გზის გახსნის შემდეგ მივიდა.
"რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება", - თქვა თბილისის მერმა.
რეაბილიტაცია სამშენებლო ნებართვიდან 8 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულების დადებიდან უკვე 18 თვეა გასული - სამუშაოების დასრულების ვადამ კიდევ ერთხელ გადაიწია.
"ავლაბრის" რეაბილიტაციისთვის 4,2 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ტენდერის გარეშე შპს "ბადა გრუპთან" ("ბადა ქონსთრაქშენ") 2022 წლის 17 ივლისს დაიდო. ერთი წლისთავზე, 2023 წლის ივლისში კი, კონტრაქტორს ხელშეკრულება 2024 წლის 15 მარტამდე გაუგრძელეს.
ასევე ნახეთ ერთი წლის თავზეც ხარაჩოებში - "ავლაბრის" მეტრო დათქმულ ვადაში არ გაიხსნებაიგივე კომპანია ასრულებს მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის სამუშაოებსაც. ამ შემთხვევაში 13,4-მილიონიანი ლარის ოდენობის ხელშეკრულებაც ტენდერის გარეშე დაიდო.
ასევე ნახეთ მიწისზედა მეტრო, ახალი საბაგიროები, ხელოვნური ტბა და სხვა შეუსრულებელი დაპირებები თბილისის მერიისგან