ირანში ჩამოახრჩვეს ოთხი ეთნიკური ქურთი, რომლებიც დამნაშავედ ცნეს ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ოთხივე მათგანი 30 წელზე ნაკლები ასაკის იყო. ისინი სიკვდილით დასაჯეს, მიუხედავად უფლებადამცველი ჯგუფების პროტესტისა, რომ ისინი სამართლიანი სასამართლოს გარეშე აღიარეს დამნაშავეებად.
29 იანვარს სიკვდილით დასჯილი პირები არიან მოჰამად ფარამარზი, მოჰსენ მაზლუმი, ვაფა აზარბარი და ფეჯმან ფატეჰი. ისინი ისრაელთან თანამშრომლობით ბომბის აფეთქების დაგეგმვაში დაადანაშაულეს. ბრალდებას ბევრი ეჭვქვეშ აყენებს.
ირანის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ი წერს, რომ გასულ ზაფხულში დაპატიმრებულ ოთხეულს კავშირები ჰქონდა ისრაელთან, თუმცა იურიდიული პროცესის გასაიდუმლოების გამო ფაქტები ბუნდოვანია. ამ პროცესს მწვავედ აკრიტიკებდნენ ბრალდებულების ნათესავები და უფლებადამცველები, რომლებიც სიკვდილით დასჯას უსამართლოდ მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ ირანში სიკვდილით დასაჯეს მკვლელობისთვის ბრალდებული 17 წლის ბიჭი