ასტანაში გაქრა ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის ძეგლი

ნურსულთან ნაზარბაევი

ასტანაში, თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაქრა ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 12 იანვარს უარი განაცხადეს კომენტარი გაეკეთებინათ, რატომ მოიხსნა ძეგლი. მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ ძეგლი შაბათ-კვირას გაქრა.

ძეგლი, რომელშიც ნაზარბაევი სამხედრო ფორმაშია გამოსახული, 2020 წელს გაიხსნა, ყოფილი პრეზიდენტის მე-80 დაბადების დღის აღსანიშნავად.

2022 წლის იანვარში ქვეყანა მოიცვა უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლებმა, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა და რომელთა შედეგადაც დასუსტდა ნაზარბაევისა და მისი კლანის გავლენები. მისი ნათესავები და ახლობლები დაითხოვეს ოფიციალური და ბიზნესპოზიციებიდან, რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს.

ასევე ნახეთ ყაზახეთის დედაქალაქი ძველ სახელს - ასტანას, დაიბრუნებს