ქაშიბაძის თქმით, დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს

გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ცნობით, მათ კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ორი ბავშვი მკურნალობს.

"ერთი, 9 წლის ბავშვი, ახალ წლამდე დაზიანდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეორე, 6 წლის ბიჭი, გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სახის დაზიანებით. საბედნიეროდ, იგი სტაბილურია, ძალიან ღრმა დაზიანებები არ აქვს, თუმცა სახე დამწვარი აქვს. სხვა პაციენტები გვყავდა, მაგრამ, საბედნიეროდ, - ამბულატორიული. სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდათ", - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

გუგა ქაშიბაძე ასევე ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების რაოდენობა შემცირებულია:

"ახლა გავიდა ახალი წელი და [პიროტექნიკის გამოყენება] კიდევ გრძელდება შობას, ძველით ახალ წელს, თუმცა ამ წუთისათვის, [დაზიანებულთა რაოდენობა] შედარებით შემცირებულია".

ასევე ნახეთ სანამ ფეიერვერკს იყიდი ეს წაიკითხე, ვინ იცის, გადაიფიქრო
ასევე ნახეთ ბოლო წლებში პიროტექნიკის ხმაურის გამო ზოოპარკში ცხოველი ინფარქტით მოკვდა - ზურაბ გურიელიძე