წელს უკრაინელები პირველად აღნიშნავენ შობას 25 დეკემბერს. ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას კიევ-პეჩორის ლავრის ეზოდან მიმართა.
"დღეს ყველა უკრაინელი ერთად არის. ჩვენ ყველანი ერთად, ერთ დღეს აღვნიშნავთ შობას, როგორც ერთი დიდი ოჯახი, როგორც ერთი ერი, როგორც ერთი, ერთადერთი ქვეყანა. დღეს ჩვენი ერთობლივი ლოცვა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. როგორც არასოდეს აქამდე, ხალხური ლოცვა დღეს გააერთიანებს მილიონების ხმას. ეს ლოცვა გაისმება დღეს, ორკვირიანი დროითი სხვაობის გარეშე. გაისმება ევროპასა და მსოფლიოსთან ერთად", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
2023 წლის 1 სექტემბრიდან უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია ფიქსირებული (უძრავი) დღესასწაულების აღნიშვნის ახალ სტილზე გადავიდა. ამის შესახებ ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის (UGCC) სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, უამრავი მორწმუნის მოთხოვნის საფუძველზე.
ასევე ნახეთ
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია შობას ახალი სტილით 25 დეკემბერს იზეიმებს"კერძოდ, ქრისტეს შობა არის 25 დეკემბერს, ნათლისღება არის 6 იანვარს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება - 25 მარტს", - ნათქვამია ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ეკლესია გადის თავისუფლების გზას "მონობის იდეოლოგიიდან და კულტიდან, რომელსაც არაფერი აქვს ადამიანური და წმინდა".
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ იმყოფება კიევ-პეჩორის ლავრაში, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონტროლქვეშ იყო.
"შობის ღამე წლის ყველაზე გრძელი ღამეების დროა. მაგრამ ხვალიდან დღე იწყებს ზრდას, სინათლე დაიწყებს გამარჯვებას. სინათლე დაიწყებს გაძლიერებას. და ეტაპობრივად, დღითიდღე, წყვდიადი დაიწყებს დამარცხებას და ბოლოს და ბოლოს, წყვდიადი და ბოროტება დამარცხება", -აღნიშნა ზელენსკიმ.