რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 18 დეკემბერს ხელი მოაწერა ნატურალიზაციის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გაიოლების ბრძანებას ბელარუსის, ყაზახეთისა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის.
ბრძანების თანახმად, ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს არ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ბინადრობის მოწმობის მიღების შემდეგ რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში პერმანენტულად იმყოფებოდნენ.
ამასთან, ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს აღარ მოეთხოვებათ გამოცდების ჩაბარება რუსეთის ისტორიასა და სახელმწიფოებრიობაში. ბელარუსის მოქალაქეებს მოეხსნათ რუსული ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებაც.
წელს უფრო ადრე პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უცხოელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება უფრო ადვილი გახდა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ - მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე.
ასევე ნახეთ კრემლმა ჯარში გაგზავნა ასობით მოქალაქე, რომლებმაც რუსული პასპორტი აიღეს - Baza