Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა ჯარში გაგზავნა ასობით მოქალაქე, რომლებმაც რუსული პასპორტი აიღეს - Baza


სხვა ქვეყნების 350-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, უკვე სამხედრო სამსახურში იმყოფება, - იუწყება Baza ტელეგრამის არხში.

ცოტა ხნის წინ, რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია მოსკოვის მახლობლად მდებარე კომპანიების საწყობების, სამშენებლო ობიექტებისა და ოფისების მასობრივ "რეიდებზე", რომლებიც პოლიციელებმა, სამხედრო მოსამსახურეებმა და საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს იმ უცხოელების მოსაძებნად, რომლებმაც მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ არ დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე. დაკავებულები პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს, შემდეგ კი იძულებით გაამწესეს სამხედრო სამსახურში.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის აქტიურად ცდილობს იმ მიგრანტების მოზიდვას, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. მათზე "რეიდები" დაფიქსირდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის პეტერბურგსა და მოსკოვში. მიგრანტებს მეჩეთებშიც კი აკავებენ და უტარებენ სამხედრო რეგისტრაციას, სთავაზობენ სამხედრო სამსახურის ხელშეკრულებების გაფორმებას, ხოლო უარის შემთხვევაში გასამართლებით ემუქრებიან.

თავის მხრივ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა შესთავაზა ხელისუფლებას, რომ მოქალაქეობა ჩამოერთვას ყველას, ვისაც არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა. მსგავსი მოწოდებები გააკეთა არაერთმა პოლიტიკოსმა.

XS
SM
MD
LG