ფინეთმა 18 დეკემბერს გააფორმა ხელშეკრულება აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამ მეზობელ ქვეყანას დაემუქრა ნატოში მისი გაწევრიანების გამო.
შეთანხმება ოფიციალურს ხდის უფრო მტკიცე კავშირებს ვაშინგტონთან, როგორც ამას ითვალისწინებს აპრილში ფინეთის ნატოში გაწევრიანება.
შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით ვაშინგტონში მყოფი ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი დოკუმენტს მიესალმა და მას უწოდა "მკაფიო ნიშანი აშშ-ის ერთგულებისა ფინეთის და მთელი ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის მიმართ".
"ჩვენ არ მოველით, რომ აშშ მოუვლის ფინეთის თავდაცვას, განვაგრძობთ ინვესტირებას ჩვენს თავდაცვაში და ვიყოფთ ტვირთს ჩვენს არეალში და მის მიღმაც" - თქვა ჰაკანენმა.
ასევე ნახეთ პუტინი ფინეთს აფრთხილებს "პრობლემების" შესახებ, საზღვრის დახურვის შემდეგ