რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით დაუკონკრეტებელი "პრობლემების" შესახებ ფინეთთან და განაცხადა, რომ გასცა ახალი სამხედრო ოლქის დაარსების ბრძანება ჩრდილოეთ ევროპის ამ ქვეყანასთან მოსაზღვრე რეგიონებში.
პუტინი ამ განცხადებებით გამოვიდა ინტერვიუში, რომელიც 17 დეკემბერს ქვეყნდება. განცხადებების ფონია ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობა, გამოწვეული რუსეთის მხრიდან 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრით და ფინეთის გადაწყვეტილებით ნატოში გაწევრიანებულიყო.
ბოლო კვირებში ფინეთმა სრულად დახურა საზღვარი რუსეთთან, ძირითადად ახლო აღმოსავლელი მიგრანტების დიდი რაოდენობით შედინების გამო. რამდენიმე სასაზღვრო პუნქტთან თავმოყრილი მიგრანტების რაოდენობამ, და პერიოდმა, როცა ეს პროცესები ხდება, გაამყარა ფინეთის მოსაზრება, რომ რუსეთის ხელისუფლება განზრახ აგულიანებს მიგრანტებს ფინეთში გადასასვლელად, ამ ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით.
გასულ კვირაში ფინეთმა მცირე დროით გახსნა ორი სასაზღვრო პუნქტი, თუმცა ერთი დღის შემდეგ ისინი კვლავ დახურა.