ევროკავშირის საბჭომ 18 დეკემბერს დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12-ე პაკეტი - აცხადებს ევროპული კომისია.
პაკეტი ითვალისწინებს დამატებითი აკრძალვების დაწესებას რუსეთიდან ექსპორტსა და იმპორტზე, ბრძოლას სანქციებისთვის თავის არიდებისთვის და სანქციების წესებში არსებული გარღვევების შევსებას - ვკითხულობთ განცხადებებში.
სხვა ზომებს შორის, მე-12-ე პაკეტი აწესებს აკრძალვას ბრილიანტების პირდაპირ და ირიბ იმპორტზე, შესყიდვაზე თუ გადაცემაზე რუსეთთან და შემოაქვს ახალი აკრძალვა გათხიერებული გაზის (LPG) იმპორტზე, რაც გავლენას იქონიებს 1 მილიარდი ევროს ოდენობის წლიურ იმპორტზე - დასძენს ევროკავშირი.
ასევე ნახეთ ბრიტანეთის ახალი უწყება გააკონტროლებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას ასევე ნახეთ ევროკავშირი ძველი ტანკერების შესაძენად რუსეთს სანქციათა პაკეტში „ხვრელებს“ უტოვებს