Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ძველი ტანკერების შესაძენად რუსეთს სანქციათა პაკეტში „ხვრელებს“ უტოვებს


რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეთორმეტე პაკეტი შესაძლოა, უახლოეს მომავალში მიიღონ. იგი მოიცავს ზომებს, რათა შეზღუდოს რუსული ბრილიანტების ექსპორტი და უზრუნველყოს ზღვრული ფასი ნავთობზე. ახალი სანქციების ზომების მხოლოდ ერთი პუნქტი დარჩა შეუთანხმებელი. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ლაპარაკია მოძველებული ტანკერების რუსული ნავთობკომპანიებისთვის მიყიდვაზე.

ევროკომისიამ რუსეთის ნავთობის ბიზნესზე კონტროლის გაძლიერების მიზნით, ასეთი გარიგებების აკრძალვა შესთავაზა. მოძველებული ტანკერების გამოყენებამ მოსკოვს ნავთობის ექსპორტის საშუალება მისცა, თავიდან აიცილა კონტროლის მექანიზმები და დაარღვია ფასებზე დაწესებული ზღვარი.

ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებმა, სადაც მსხვილი საზღვაო-სატრანსპორტო კომპანიებია დაფუძნებული, გამოთქვეს შიში, რომ სანქციები ძირს უთხრის მათ კონკურენტუნარიანობას. ამ საკითხის განხილვის შემდეგ მიღწეული იქნა კომპრომისული გამოსავალი: კომპანიებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ძველი ტანკერის გაყიდვა რუსეთში, მოუწევთ შეატყობინონ სამეთვალყურეო ორგანოებს ასეთი გარიგებების შესახებ.

რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალმა პაკეტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შედუღების აპარატების, ქიმიკატების, თავდაცვის ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების ექსპორტზე. "კომერსანტის" ინფორმაციით, რუსული ბრილიანტებისა და სამკაულების ექსპორტის აკრძალვა 2024 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

XS
SM
MD
LG