რუსეთის საფინანსო სადამკვირვებლო ორგანომ, როსფინმონიტორინგმა ცნობილი მწერალი, ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) 18 დეკემბერს შეიყვანა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში, ახსნა-განმარტების წარმოდგენის გარეშე.
ერთ კვირაზე ნაკლები დროის წინ რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამომცემელმა და წიგნების უდიდესმა მაღაზიამ გამოაცხადეს, რომ აღარ თანამშრომლობენ აკუნინთან და კიდევ ერთ პოპულარულ მწერალთან, დმიტრი ბიკოვთან, მათ მიერ გაკეთებული უკრაინის მხარდასაჭერი და ანტირუსული განცხადებების გამო.
რუსეთის კანონებით, ტერორისტების სიაში შეყვანილი პირების საბანკო ანგარიშები ქვეყანაში ავტომატურად იყინება.
აკუნინი ლონდონში ცხოვრობს.
ასევე ნახეთ რუსეთში ყველაზე დიდმა გამომცემლობამ შეაჩერა დმიტრი ბიკოვისა და ბორის აკუნინის წიგნების გაყიდვა