უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი წინადადებით აღწერა თავისი საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.
ზელენსკი ორბანს 10 დეკემბერს ესაუბრა ბუენოს-აირესში, სადაც არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრნენ.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს ველაპარაკე მაქსიმალურად გულახდილად, გასაგებია, რომ ჩვენს ევროპულ საქმეებზე“, - ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.
უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან კონტაქტები შეინარჩუნა და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს. ორბანმა რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც.
2023 წლის ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას.
ასევე ნახეთ დაკმაყოფილდება თუ არა ორბანი ფულით?2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, უკრაინასთან დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირში მისი მიღების საკითხზე. ევროკომისიის რეკომენდაციები ეხება ევროპული ინტეგრაციის გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის საქართველოს.
ევროკავშირის შემდგომი გაფართოების საკითხი წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა უნდა განიხილონ ბრიუსელში, 14-15 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე. ამ პაკეტშია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც. უკრაინის საკითხისადმი უნგრეთის უარყოფითმა პოზიციამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მთელ პაკეტს.
ასევე ნახეთ კობახიძე: ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკებებში ჩვენ ვერ ჩავერევით ასევე ნახეთ ბუდაპეშტის გამბიტი, ორბანის ბრიუსელთან თამაში და საფრთხე, რომელიც საქართველოს სტატუსს ელის