პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომღერალ ბაბი კირკიტაძის საჯარო განცხადებას ეხმაურება. კირკიტაძის თქმით, ე.წ. ჩათებში მასზე პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება.
ბაბი კირკიტაძე ხვალ, 9 დეკემბერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან საგამოძიებო უწყებაში, მომღერალს გამომძიებელი 7 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაუკავშირდა.
ასევე ნახეთ ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება ვიდეომონტაჟის შესახებ გავრცელებული პოსტის გამომომღერალმა დაწერა, რომ ე.წ. ჩათებში გავრცელებული პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაციის გამო გეგმავდა საგამოძიებო უწყებისთვის მიემართა:
„პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ... აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს“.
მომღერლის პოსტს სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურნენ უფლებადამცველები.
თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი წერს, რომ აუცილებელია დროულად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძება