უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა გაფიცულ მაღაროელებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა 2 დეკემბერს კომპანიის ოფისში ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი სამშაბათს, 5 დეკემბერს, ჩატარდება.
ასევე ნახეთ გაფიცვის მეორე დღე - ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნების ბედი ისევ გაურკვეველიაჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები უკვე მესამე დღეა, გაფიცული არიან და უარს ამბობენ სამუშაოს შესრულებაზე. ამ ეტაპზე გაჩერებულია 13 მაღარო.
მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა - ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს. მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვენ, თუმცა, მათი თქმით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.
ერთ-ერთი მაღაროელის თქმით, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადაყვანას დამსაქმებელი ჯერ კიდევ 5 თვის წინ დასთანხმდა მათ, თუმცა პირობა შეუსრულებელი დარჩა.
ასევე ნახეთ შესრულდება მაღაროელებისთვის მიცემული პირობა? - ჭიათურა მოლოდინის რეჟიმში