Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცვის მეორე დღე - ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნების ბედი ისევ გაურკვეველია


ჭიათურის მაღარო, 2015 წელი
ჭიათურის მაღარო, 2015 წელი

ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან და სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ. ამ ეტაპზე გაჩერებულია 13 მაღარო.

მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა - ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს.

მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვენ, თუმცა, მათი თქმით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.

თავის მხრივ, მაღაროელებიც ამბობენ, რომ არც ისინი გააგრძელებენ მუშაობას და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება.

ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებით, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადაყვანას დამსაქმებელი ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა მათ, თუმცა პირობა შეუსრულებელი დარჩა.

ფეისბუკგვერდ "მაღაროელის" პირდაპირ ეთერში ისინი დროდადრო აახლებენ ინფორმაციას მათსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

XS
SM
MD
LG