გერმანიის კანცლერმა გამოაცხადა „კლიმატის კლუბის“ შექმნის შესახებ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. ბერლინი. 1 დეკემბერი, 2023 წელი

გერმანიის კანცლერის თანახმად, იქმნება საერთაშორისო კლუბი, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებში დაეხმაროს მრეწველობის იმ სფეროებს, რომლებსაც რთული ნარჩენების გადამუშავება უწევთ. ამ სფეროებს, სხვათა შორის, მიეკუთვნება ფოლადის, ცემენტისა და ალუმინის წარმოება.

შოლცის თქმით, საჭიროა ერთობლივად შემუშავდეს სწორი სტანდარტები და სტრატეგიები ნახშირორჟანგისგან თავისუფალი მრეწველობის განვითარებისთვის.

„კლიმატის კლუბის“ შემადგენლობაში ამ ეტაპზე 36 წევრი იქნება. კლუბი შეეცდება დააჩქაროს განსაზღვრულ საწარმოებში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის სტანდარტიზების პროცესის ტექნიკური სამუშაოები და მოხდეს აზრთა გაცვლა- გამოცვლა ნულოვანი ემისიის მისაღწევად, განაცხადა შოლცმა 1 დეკემბერს დუბაიში, სადაც გაეროს კლიმატის კონფერენცია იმართება.

კლუბი შექმნის ასევე პლატფორმას, წევრების საჭიროებისთვის ტექნიკური და ფინანსური ინსტრუმენტების შესათანხმებლად. Reuters-ს მოჰყავს შოლცის სიტყვები: „ეს საინვესტიციო სიგნალი იქნება არა მხოლოდ გერმანიის მრეწველობისთვის, ის ორიენტირად გადაიქცევა სხვა ქვეყნებისთვის“.

ასევე ნახეთ

ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას მეთანის ემისიის შემცირების ზომებზეექსპერტების თქმით, მსოფლიო კლიმატის პოლიტიკის 42 ინდიკატორიდან 41-ში ჩამორჩებაWMO: მყინვარები დნება, მდინარეები წყალს კარგავს, ხალხს სასმელი წყალი აკლდებაკლიმატის ცვლილება და მყინვარები - ფენოვანი 2.40