ევროკავშირის წარმომადგენელი: უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას დეკემბერში „საფრთხე შეექმნა“

უკრაინის მთავრობის და ევროკომისიის ერთობლივი სხდომა. კიევი. 2 თებერვალი. 2023 წელი

„საფრთხე შეექმნა“ გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინის მიწვევის შესახებ, რომელიც დეკემბერში უნდა მომხდარიყო ბლოკის ლიდერების შეხვედრაზე, განაცხადა 17 ნოემბერს ევროპის კავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.

Reuters-ის თანახმად, ერთ-ერთ მიზეზად მან დაასახელა უნგრეთის წინააღმდეგობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ერთსულოვნებას. მისი სიტყვებით, ევროკავშირის აღმასრულებელი უწყები მიერ ჩამოყალიბებული წინადადება სამიტის დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომ დათანხმდება მოლაპარაკების დაწყებას, როცა კიევი შეასრულებს საბოლოო პირობებს, ზეწოლას აუქმებს, რადგან წინ კიდევ ერთი შეფასებაა მოსალოდნელი 2024 წლის მარტისთვის.

ვფიქრობ, ამას ზოგიერთები გამოიყენებენ და იტყვიან „მოდით, მარტში შევიკრიბოთ.“ Reuters-ის თანახმად, პასუხად შეკითხვაზე, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ დეკემბრის გადაწყვეტილებას საფრთხე ემუქრება, თანამოსაუბრემ უპასუხა: „რა თქმა უნდა“.

ასევე ნახეთ ვიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება - ევროკავშირის ელჩი