რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, კოტბუსისა და ბელფასტის კინოფესტივალებზე მორიგი ჯილდოები დაიმსახურა.
ბელფასტის 23-ე კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ეთეროს როლის შემსრულებელი, მსახიობი ეკა ჩავლეიშვილი და სწორედ მას გადაეცა პრიზი ამ როლის „საუკეთესო შესრულებისთვის“.
ეკა ჩავლეიშვილისთვის ეს მეორე საერთაშორისო ჯილდოა. რამდენიმე თვის წინ ის საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.
რამდენიმე დღის წინ კი ამავე როლისთვის ეკა ჩავლეიშვილი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა კატეგორიაში „საუკეთესო ევროპელი მსახიობი ქალი 2023", რომლის გამარჯვებული 9 დეკემბერს გამოვლინდება.
ასევე ნახეთ სარაევოს კინოფესტივალზე ელენე ნავერიანის ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო მხატვრული ფილმისთვისთავად ელენე ნავერიანის ფილმს, „შაშვი შაშვი მაყვალს“ კი, კოტბუსის კინოფესტივალზე გადაეცა ეკუმენური ჟიურისა და „Cottbus to Cinema-ს“ პრიზი.
Your browser doesn’t support HTML5