რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი ჩეჩნეთში ჩავიდა და პირადად განიხილა რესპუბლიკის მეთაურთან, რამზან კადიროვთან, ისტორიის განახლებული სახელმძღვანელო უფროსკლასელებისთვის.
ადრე სახელმძღვანელოში ეწერა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეპრესირებული ხალხები და ყირიმელი თათრები ჰიტლერული გერმანიის საოკუპაციო ჯარებთან თანამშრომლობდნენ. კრავცოვთან შეხვედრის შესახებ კადიროვმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა.
"სერგეი კრავცოვმა წარმომიდგინა ხელახლა გამოცემული სახელმძღვანელო მე-10 კლასელებისთვის. მასში ახლა უკვე გასწორებულია ყველა შეცდომა და ამოღებულია წინა გამოცემაში დაშვებული უხეში ფორმულირებები სტალინური რეპრესიების ქვეშ მყოფი მთელი ხალხების მისამართით", - თვლის კადიროვი.
ოქტომბრის ბოლოს, რუსეთის განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ისტორიის სახელმძღვანელოში შესატანი ცვლილებების ტექსტი. მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ის ხალხების დეპორტაციის შესახებ აბზაცის რედაქტირება.
ასევე ნახეთ რუსეთის ისტორიის ახალმა სახელმძღვანელომ ჩრდილოკავკასიელებს ძველი ჭრილობები გაუხსნა ასევე ნახეთ კავკასია კავკასიელების გარეშე - 80 წელი კავკასიის ხალხთა დეპორტაციის დაწყებიდან