პანელზე „მულტიკრიზისებიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე“, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართველების უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა უსაფრთხოების გამო.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ახლახან მოკლა საქართველოს მოქალაქე, კიდევ ერთი მძევლად აიყვანა, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში შავ ზღვაზე სამხედრო ბაზას აშენებს საკუთარი ფლოტისთვის.
„ეს არის რუსეთი. იმედი კი ევროკავშირშია და ქართველებს ამაში ეჭვი არ ეპარებათ“.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება და რჩება იმპერიულ ძალად, რასაც უკვე დასავლეთიც მიხვდა.
„სთხოვეთ ნებისმიერ რუსს, დახაზოს თავისი ქვეყნის რუკა. ზოგი შეიყვანს უკრაინას, ზოგი - საქართველოს. ზოგიც სხვა ქვეყანას. მათ არ იციან [სად გადის საზღვრები] და ჩვენი და ევროკავშირის ვალია დავრწმუნდეთ, რომ რუსეთმა ეს გაიგოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება, ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთი დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, რაც იქნება მეზობლებთან ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის დასაწყისი, რაც აუცილებლობაა.
პარიზის მშვიდობის ფორუმი 10 ნოემბერს გაიხსნა და 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. ფორუმის მონაწილეთა შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: საქართველოს ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობამთავრობის ნებართვის გარეშე ევროპის ლიდერებთან შეხვედრის გამო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნის შემდეგ, ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.