11 ნოემბერს პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას.
"შეთანხმება არის სახელმძღვანელო მითითებები ჩვენი თანამშრომლობისთვის მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტისგან მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მივიღებთ", - თქვა „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატმა დონალდ ტუსკმა.
ტუსკის პარტიის გარდა, კოალიციაში შევიდნენ „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“.
7 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის, დაავალა.
მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ არ აქვს მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა. მორავიეცკის კოალიციისათვის მოუწევს სხვა საპარლამენტო პარტიებთან მოლაპარაკება. კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მორავიეცკის სჭირდება მინიმუმ 231 დეპუტატის მხარდაჭერა, ამჟამად მას მხოლოდ 194 დეპუტატი უჭერს მხარს.
ასევე ნახეთ
პოლონეთის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება მოქმედ პრემიერ-მინისტრ, მატეუშ მორავიეცკის დაავალამორავიეცკიმ, რომელიც 2017 წლიდან არის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ორი კვირის განმავლობაში უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა. წარუმატებლობის შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის შექმნის უფლებას პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი მიიღებს.